აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა

8 აგვისტო, 2023

დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა, ემზარი კუჭუაშვილმა და გიორგი ლალიაშვილმა, საკრებულოს თავჯდომარე - ალექსი გილაშვილთან, მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელ- გია თათრიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის თავდადებულთა მემორიალები თაიგულებით შეამკეს და პატივი მიაგო აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

8 აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა... საქართველოში, რუსული ინტერვენციის შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო მოსამსახურე, და 14 პოლიციელი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე, ხოლო 1 747 - დაიჭრა. დაღუპულთა შორის იყვნენ ჩვენი გმირი თანამემამულეები - გიორგი კირაკოზაშვილი და რევაზ მამისაშვილი. მათი საფლავები დღეს, ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა თაიგულებით შეამკეს და ოჯახის წევრების წინაშე, მადლიერება და თანადგომა კიდევ ერთხელ გამოხატეს.

გააზიარე