ხელოვნება და კულტურა

საგარეჯოს თოჯინების სახალხო თეატრი

საგარეჯოს კულტურის სახლთან არსებული თოჯინების სახალხო თეატრი დაარსდა 1956 წელს, ილია (ქიტა) ბუზიაშვილის თაოსნობით. თავდაპირველად მას დიდ დახმარებას უწევდა გ. მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების სახელწიფო თეატრი, ამარაგებდა პიესებით, თოჯინებით, რეკვიზიტებით და დეკორაციებით. მოყვარულ მსახიობთა თაობების მიერ დადგმული იქნა ოცამდე პიესა, რომლებსაც 40 წლის განმავლობაში წარმატებით უჩვენებდნენ პატარა მაყურებელს. გასული საუკუნის 90-იან წლებში თეატრს, ისევე როგორც ქვეყანას გაუჭირდა, მაგრამ არსებობა არ შეუწყვეტია. 1994 წლიდან დასი შეივსო ნიჭიერი და ენთუზიასტი ახალგაზრდებით. საკუთარი ხელით შექმნეს თოჯინები,, დეკორაციები, რეკვიზიტები, მოიძიეს და დაამუშავეს სცენარები, დადგეს სპექტაკლები: ,,ხუთკუნჭულა“, ,,ქაჯანა“, ,,ტყის კომედია“ ,,ზარმაცი კიკო“, მანანს ბატი“, ,,კეთილი მელაკუდა“, ,,ზღაპრის სოფელი“, ჩექმებიანი მგელი“, ,,წითელქუდა“, ,,იდუმალი ჰიპოპოტამი“ და სხვა. თეატრი არის 1996-1998-1999-2001-2014 წლებში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებული ფესტივალების ლაურეატი, იგი გამარჯვებულია სხვადასხვა ნომინაციებში, დაჯილდოებულია დიპლომებით, სიგელებით, ფასიანი საჩუქრებით. 1999 წელს მიენიჭა ,,სახალხო თეატრი“-ს საპატიო წოდება. 60 წლის ისტორიის მქონე თეატრი კვლავაც ერთგულად დგას მაყურებლის სამსახურში და თავისი წვლილი შეაქვს თაობები აღზრდაში.

გააზიარე