ბერიკაობა-2020

2 მარტი, 2020

1 მარტს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდსა და პატარა ჩაილურში #ბერიკაობის ტრადიციული დღესასწაული გაიმართა. მოწვეული სტუმრებისა და ადგილობრივი მოსახლეობის პატივსაცემად, აა.იპ საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების ორგანიზებითა და #საგარეჯოს #მუნიციპალიტეტის #მერიის მხარდაჭერით, ღია ცის ქვეშ საზეიმო კონცერტი ჩატარდა და ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრი მოეწყო.
,,ბერიკაობა“ –უძველესი წარმართული ტრადიციაა, რომელიც მძიმე მარხვის დაწყების წინ, ყველიერის ორშაბათს იწყება და მთელი კვირა გრძელდება, ეს ტრადიცია სათავეს უხსოვარი დროიდან იღებს და განაყოფიერების კულტის სადიდებელი რიტუალია.
„ბერ“-ნიშნავს შვილს, სახელწოდებაც შვილიერებას უკავშირდება და აქედან მომდინარეობს... ბერიკები ცეკვა-სიმღერით კარდაკარ შემოივლიან სოფელს, მოსახლეობას ფულს და ძღვენს ართმევენ და საღამოს ლხინის სუფრას მართავენ.
აღნიშნული დღესასწაული სოფელ პატარა და დიდი ჩაილურის ერთგვარი სავიზიტო ბარათიც არის და ადგილობრივი მოსახლეობა ამ დღეს განსაკუთრებული ემოციითა და განწყობით ხვდება.

გააზიარე