Document description: 
მოგახსენებთ, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ (შემდგომში-კომპანია) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 55.15.59.139) განთავსებულია წყალმომარაგების სათავე ნაგებობა. აღნიშნული სათავე ნაგებობის უშუალო სიახლოვეს, მდ. იორზე გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების მფლობელების მიერ, მიმდინარეობს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება. დღეის მდგომარეობით, სათავე ნაგებობის მოპირდაპირე მხარეს, მდინარის კალაპოტში მოწყობილია ხელოვნური დამბა, რაც იწვევს მდინარის კალაპოტის ცვლილებას და მდინარის წყლის ნაკადის შემოდინებას პირდაპირ სათავე ნაგებობის ტერიტორიაზე. არსებულმა სიტუაციამ ჩამორეცხა სათავე ნაგებობის შემოღობვის ნაწილი და საფრთხეს უქმნის სათავე ნაგებობის არსებობას. ამასთანავე, უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი წყალუხვობა, უფრო გააუარესებს მდგომარეობას და საბოლოო ჯამში გამოიწვევს უშუალოდ ჭაბურღილების ტერიტორიის ჩამოშლას, რისი თავიდან არიდების მიზნით საჭირო ხდება, სათავე ნაგებობის გასწვრივ მდ. იორის ნაპირის გამაგრება, რომლის საფუძველზეც კომპანიის მხრიდან, დაგეგმილია 525 მეტრიან მონაკვეთზე ნაპირდაცვის სამშენებლო სამუშაოების განხორცელება. ვინაიდან, ზემოაღნიშნული პროექტი წარმოადგენს საქართველოს კანონის “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი”-ს II დანართის მე-9 პუნქტის 9.13 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ამავე კოდექსის მე-7 მუხლით დადგენილი სკრინინგის პროცედურების გავლის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას გზშ-ს საჭიროების შესახებ, საქართველოს კანონის “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” მე-7 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად“, წარმოგიდგენთ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, სათავე ნაგებობის ნაპირდაცვის სამუშაოებთან დაკავშირებით მომზადებულ სკრინინგის ანგარიშს.
Document number: 
N 8552/01
Receive date: 
ხუთშაბათი, მარტი 11, 2021
Publish date: 
ორშაბათი, მარტი 15, 2021