მოწვევა ინტერესთა გამოხატვის შესახებ

19 აგვისტო, 2020

  

„ცირკულარული ეკონომიკა და ახალი შესაძლებლობები - რესურსეფექტური,

სუფთა წარმოება და ეკო-ინოვაცია მცირე და საშუალო ზომის

საწარმოებისათვის“ პროექტში მონაწილეობისთვის.

ცირკულარული ეკონომიკა და ახალი შესაძლებლობები- რესურსეფექტური,

სუფთა წარმოება და ეკო-ინოვაცია მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის

წარმოადგენის ევროკავშირის „ევროკავშირი გარემოსთვის“ (EU4Environment)

რეგიონალურ პროექტს, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის პარტნიორ

ექვს ქვეყანაში- სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა და საქართველო.

პროექტს საქართველოში ახორციელებს ენერგოეფექტურობის ცენტრი

საქართველო (www.eecgeo.org)

პროექტის ძირითადი მიმართულებაა საწარმოებში რესურსეფექტური და სუფთა

წარმოების (RECP) და ეკო-ინოვაციური მეთოდების მასშტაბური დანერგვის

ხელშეწყობა წარმოების ეფექტურობის ამაღლების, გარემოსდაცვითი

მენეჯმენტის გაუმჯობესებისა და ადამიანური პოტენციალის განვითარების

გზით.

საქართველოში, ანალოგიური პროგრამის დახმარებით, 2014-2017 წლებში

(www.recp.ge) 50 მონაწილე მცირე და საშუალო საწარმოსთვის გამოვლენილმა

ყოველწლიურმა დაზოგვის პოტენციალმა 1 მილიონი ევრო შეადგინა.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 40-მდე მცირე და საშუალო ზომის

საწარმოს შერჩევა. შერჩეულ საწარმოებში საერთაშორისო და ქართველი

ექსპერტები შეაფასებენ რესურსების ეფექტურად გამოყენების და სუფთა

წარმოების შესაძლებლობებს. შედეგად, განსაზღვრება შორის ნედლეულის

გამოყენების, ენერგიის მოხმარების, ნარჩენების და დამაბინძურებელების

შემცირების ღონისძიებები, რომელთა გატარებით ისინი შეძლებენ თანხების

დაზოგვას.

შერჩეული საწარმოები მზად უნდა იყვნენ პროექტის ფარგლებში

იდენტიფიცირებული რესურსდამზოგი და სუფთა წარმოების ღონისძიებების

განხორციელებით მიღწეული შედეგების გასაზიარებლად დაინტერესებული

მხარეებისათვის.

გააზიარე