Document description: 
გზშ ანგარიშის მომზადების საფუძველი და ნებართვის მიღების პროცედურა ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებულ საქმიანობებზე შესაბამის გადაწყვეტილებს გასცემს საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო; შესაბამისი პროცედურებისა და ნებართვების გაცემის წესს განსაზღვრავს საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ,,ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ 2020 წლის 9 იანვრის #2 ბრძანება; აღნიშნული ბრძანების 143-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ოპერატორმა კომპანიამ, უნდა მოამზადოს და სააგენტოს წარუდგინოს ორი დოკუმენტი: გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (გზშ) და გარემოს დაცვის გეგმა (გდგ); ამავე ბრძანებით დადგენილი პროცედურის შესაბამისად ოპერატორის მიერ მომზადებული და წარდგენილი იყო საქმიანობის სკოპინგის ანგარიში, რომელზედაც სსიპ ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს“ უფროსის გიორგი ტატიშვილის 2020 წლის 6 ივლისის #11/042 ბრძანებით, შპს „შლუმბერჟე რუსთაველი ქომფანი ლიმითედი (ფილიალი) - საქართველო“-ზე გაიცა სკოპინგის დასკვნა. კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად, ინფორმაცია აღნიშნული სკოპინგის საჯარო განხილვის შესახებ გამოქვეყნებული იყო გარდაბნის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ. გვერდზე: www.sagarejo.gov.ge.  სკოპინგის დასკვნის შესაბამისად მომზადებული იქნა საქმიანობის გზშ და გდგ ანგარიშები.
Document number: 
პატარძეული აჯგდ - 4
Receive date: 
პარასკევი, სექტემბერი 25, 2020
Publish date: 
პარასკევი, სექტემბერი 25, 2020