საგარეჯოს მუნიციპალიტეტს საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია ეწვია.

20 ოქტომბერი, 2022

იუნესკოს საერთაშორისო თეატრის ინსტიტუტის პრეზიდენტმა ტობიას ბიანკონემ, მსოფლიო იუნესკოს საერთაშორისო თეატრის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა (ევროპის მიმართულებით) ფაბიო ტოლედიმ, გროტოვსკის ინსტიტუტის დირექტორმა იაროსლავ ფრეტმა, რუდოლფ შტაინერის ცენტრის დირექტორმა დიანა პოსავეცმა, სახელოვნებო ჯგუფების წევრებმა ნორვეგიიდან და ირანიდან საგარეჯოს მუნიციპალიტეტი მოინახულეს.

სტუმრებს მასპინძლობა გაუწია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა. ვიზიტის ფარგლებში, მერიის ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსმა - ქეთევან გრატიაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერთან, ავთანდილ გულიკაშვილთან ერთად სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იუნესკოს საერთაშორისო თეატრის ინსტიტუტის პრეზიდენტთან, ტობიას ბიანკოსთან, მსოფლიო იუნესკოს საერთაშორისო თეატრის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტთან (ევროპის მიმართულებით) ფაბიო ტოლედისტან ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ისაუბრეს დამეგობრების მნიშვნელობისა და სამომავლოდ ურთიერთსასარგებლო პერსპექტივების შესახებ, რათა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოხდეს მძლავრი კულტურულ-საგანმანათლებლო კერის შექმნა/პოპულარიზაცია, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარება და კულტურის პოპულარიზაცია, ასევე ისაუბრეს მუნიციპალიტეტისთვის აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა -განხორციელებაზე.

მხარეებმა განიხილეს ქალაქ საგარეჯოს პოზიციონირება საერთაშორისო დონეზე და ბრენდირება, რაც ხელს შეუწყობს მდგრადი ტურიზმის განვითარებას და ახალგაზრდული აქტივის ჩართულობას კულტურული, არაფორმალური განათლებისა და ხელოვნების მიმართულებებით.

გარდა ამისა, დაიგეგმა სხვადასხვა ქვეყნებს შორის ურთიერთოებების გაღრმავება გამოცდილების გაზიარების მიზნით.

ვიზიტის ფარგლებში, უცხოელი სტუმრები სოფელ კაკაბეთში დაგეგმილი ადამიანის განვითარებისა და კულტურის საერთაშორისო სკოლის მშენებლობის პროექტს გაეცნენ. სტუმრებმა სკოლის წარმომადგენლების: დავით ჭიკაძისა და ლევან ხეთაგურისგან მიიღეს ინფორმაცია მომავალი გეგმების შესახებ, სურვილი გამოთქვეს ურთიერთთანამშრომლობაზე და ტერიტორიაზე სადაც ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა იწყება, საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩააგდეს.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერთან ერთად საკრებულოს თავჯდომარე ალექსი გილაშვილი და მერიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი კახაბერ მარგებაძე ესწრებოდნენ.

დღის წესრიგის მიხედვით, დღის ბოლოს შედგა პრეზენტაცია მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების, ტრადიციებისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ რომელსაც კახეთის მხარის რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი რეგიონის მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად დაესწრო.

დელეგაციის წევრებმა ქ. საგარეჯოში მიმდინარე ღვინის ფესტივალის საგამოფენო სივრცეები დაათვალიერეს და ადგილობრივი კულტურასა და ტრადიციებს ეზიარნენ. დააგემოვნეს ქართული ღვინოები და ტრადიციული კერძების კულინარიული მასტერკლასებში მიიღეს მონაწილეობა. ვიზიტის ბოლოს, მუნიციპალიტეტის მერს, ავთანდილ გულიკაშვილს გულითადი მადლობა გადაუხადეს ღირსეული მასპინძლობისთვის და მიღებული ემოციები და შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქვეყნებს შორის ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და ღირსშესანიშნაობათა შესახებ ინფორმაციის გაზიარება, რაც თავისთავად სამომავლოდ ხელს შეუწყობს საგარეჯოს პოზიციონირებას, საერთაშორისო ცნობადობის გაზრდასა და რეგიონის ტურიზმის განვითარებას.

გააზიარე