საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, კაკლის ბაღის მორწყვის მიზნით, სამელიორაციო სისტემისა და წყლის შესაკავებელი ნაგებობის მოწყობა და ექსპლუატაცია

7 თებერვალი, 2024

გაცნობებთ, რომ 2024 წლის 26 იანვარს შპს ,,ნექსარამ“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სისტემისა და წყლის შესაკავებელი ნაგებობის მოწყობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დამატებითი განცხადება. გზშ-ის ანგარიშის დამატებითი განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - www.ei.gov.ge.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/03dbd07e-ad58-4036-805e-c4cf3669b4b6
დაგეგმილი საქმიანობის გზშ ანგარიშის დამატებით განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

დანართები: 4 ფაილი

გააზიარე