საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება!

15 თებერვალი, 2024

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება!

დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი-ავთანდილ გულიკაშვილი პირველ მოადგილესთან - ემზარ კუჭუაშვილთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ - ბექა ფეიქრიშვილთან და საკრებულოს თავჯდომარესთან, ალექსი გილაშვილთან ერთად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, სოფელ ყანდაურის, ბადიაურის, შიბლიანისა და მზისგულის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრისას საჭიროებების განსაზღვრის მიზნით ავთანდილ გულიკაშვილმა ადგილობრივებთან დიალოგის რეჟიმში განაგრძო საუბარი და აღნიშნა, რომ სულ მალე, ადმინისტრაციულ ერთეულებში დაინიშნება საზოგადოებრივი ტრქნსპორტი, რომელიც სოფლის მოსახლეობის გადაადგილების პრობლემას მოაგვარებს. გარდა ამისა, ადგილობრივებმა თვითმმართველობის პირველ პირს მადლობა გადაუხადეს დაპირებული პროექტების განხორციელებისა და პრობლემური საკითხების მყისიერი მოგვარებისთვის.

დღესვე, ავთანდილ გულიკაშვილმა, სოფელ შიბლიანში ახალი რეკრეაციული სკვერი ახალგაზრდებთან ერთად საზეიმოდ გახსნა და მშობლიური სოფლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სოფლის მოხალისე ახალგაზრდა - ვლადიმერ ძირკველიშვილი მადლობის სიგელითა და საჩუქრებით დააჯილდოვა.

ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობასთან შეხვედრები 16 თებერვალს დასრულდება.

გააზიარე