სკოპინგის ანგარიში „ნექსარა“

13 სექტემბერი, 2023

გზშ ანგარიშის საჯარო განხილვა - საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შპს „ნექსარას“ სამელიორაციო სისტემისა და წყლის შესაკავებელი ნაგებობის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: სამელიორაციო სისტემისა და წყლის შესაკავებელი ნაგებობის მოწყობა და ექსპლუატაცია

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ნექსარა“

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

დაგეგმილი საქმიანობის გზშ ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:  2023 წლის 23 ოქტომბერი, 12:00 საათი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის შენობა (მის: დ. აღმაშენებლის ქ. N13)

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. წარმოდგენილ გზშ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს). დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. საჯარო განხილვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს (ტელ: (+995 322) 112023, ელ-ფოსტა: ph@eiec.gov.ge, მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ).

 

დანართი 11 ფაილი

გააზიარე