სოფ. გიორგიწმინდაში წიფლისხევის დაგროვილი ჭარბი ინერტული ნატანისაგან გაწმენდითი სამუშაოები

21 დეკემბერი, 2022

გაცნობებთ, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია გეგმავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდის ტერიტორიაზე არსებული მდ. წიფლისხევის დაგროვილი ჭარბი ინერტული ნატანისგან გაწმენდითი სამუშაოების წარმოებას.

გაწმენდითი სამუშაოები იწარმოებს სისტემატიურად, შესაბამის კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში, ხოლო სამუშაოების ფარგლებში კომპანიას ექნება შესაძლებლობა აუქციონის გარეშე, პირდაპირი წესით მოახდინოს სასარგებლო წიაღისეული ამოღება, რომლზეც დადგენილი იქნება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი.

საჭიროების შემთხვევაში სამუშაოები იწარმოებს სხვადასხვა კომპანიებთან („სოკარ ჯორჯია გაზი“, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“) წინასწარი შეტყობინებით და მათ მიერ დადგენილი უსაფრთხოების წესების დაცვით.

დაინტერესებულ კომპანიებს გთხოვთ 2022 წლის 22 დეკემბრიდან 2022 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით წარმოადგინოთ განაცხადები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიის საშუალებით, (მის: ქ. საგარეჯო, დ. აღმაშენებლის #9).

გააზიარე