სოფელ ვერხვიანში წყალმომარაგების მრავალწლიანი პრობლემა გადაჭრილია

17 ოქტომბერი, 2023

სოფელ ვერხვიანში წყალმომარაგების მრავალწლიანი პრობლემა გადაჭრილია

დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი, პირველ მოადგილესთან, ემზარი კუჭუაშვილთან ერთად, სოფელ ვერხვიანის მოსახლეობას შეხვდა და უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით განხორციელებული პროექტის დასრულება მიულოცა. ადგილობრივებმა თვითმმართველობის პირველ პირებს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ეს არის უპრეცედენტო და ისტორიული ფაქტი, როცა სოფელს ათეულობით წლის პრობლემა მოუგვარდა და ონკანებში წყალმომარაგება აღდგა. პროექტი ითვალისწინებდა წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენისა და ქსელის მოწყობას და სატუმბი სადგურის მშენებლობა-აღჭურვას, მისი საერთო ღირებულება 569 980 ლარი შეადგენს და დაფინანსების წყარო ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტია.

გააზიარე