7 იანვარს, საახალწლო ღონისძიება ქალაქ საგარეჯოში ცენტრალურ მოედანზე, 14:00 საათზე დაიწყება!
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება!
7 იანვარს, საახალწლო ღონისძიება ქალაქ საგარეჯოში ცენტრალურ მოედანზე, 14:00 საათზე დაიწყება.
დღის პირველი ნახევარი დაეთმობა ბავშვთა გასართობ კონცერტებს და აქტივობებს. მთელი დღის განმავლობაში იქნებიან ანიმატორები და ზღაპრის გმირები. ტერიტორიაზე მოეწყობა ფერადი გასაბერი ბატუტი.
14:00 საათიდან იქნება სანტა, რომელიც სანტას სახლში უმასპინძლებს ბავშვებსა და მოზარდებს, სადაც დარიგდება ტკბილეული.
სცენაზე 14:00 საათიდან დაიწყება „მეკო სტუდიას“ საბავშვო კონცერტი 1,5 საათიანი პროგრამით.
ღონისძიების წამყვანი: თათია ქვრივიშვილი
17:00 საათზე, გაიმართება დასკვნითი კონცერტი რუსა მორჩილაძე და ანსამბლი თეატრალური კვარტეტის მონაწილეობით.
გაცნობებთ, რომ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა საშობაო ბაზრობა / გამოფენა-გაყიდვა (Christmas market)
ტერიტორია გაფორმებული იქნება სხვადასხვა საახალწლო ინსტალაციით და დეკორაციით.
ღონისძიებას დაასრულებს საზეიმო ფოიერვერკი.
ღონისძიება ჩატარდება კოვიდრეგულაციების დაცვით.
გელოდებით, 7 იანვარს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე!!!