ინტერესთა გამოხატვა სოფელ თოხლიაურის ტერიტორიაზე არსებული მდ. მათიაანთხევის დაგროვილი ჭარბი ინერტული ნატანისგან გაწმენდითი სამუშაოების შესახებ

27 მარტი, 2023

გაცნობებთ, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია გეგმავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურის ტერიტორიაზე არსებული მდ. მათიაანთხევის დაგროვილი ჭარბი ინერტული ნატანისგან გაწმენდითი სამუშაოების წარმოებას.

გაწმენდითი სამუშაოები იწარმოებს სისტემატიურად, შესაბამის კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სამუშაოების ფარგლებში კომპანიას მიეცემა შესაძლებლობა აუქციონის გარეშე, პირდაპირი წესით მოახდინოს სასარგებლო წიაღისეული ამოღება, რომელზეც დადგენილი იქნება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი.

საჭიროების შემთხვევაში სამუშაოები იწარმოებს სხვადასხვა კომპანიებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინასწარი შეტყობინებით და მათ მიერ დადგენილი უსაფრთხოების წესების დაცვით.

დაინტერესებულ კომპანიებს გთხოვთ, 2023 წლის 28 მარტიდან 2023 წლის 29 მარტის ჩათვლით წარმოადგინოთ განაცხადები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიის საშუალებით, (მის: ქ. საგარეჯო, დ. აღმაშენებლის #9).

გააზიარე