საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია კონკურსს აცხადებს!!!

15 აგვისტო, 2022

ყურადღება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობებისა და პროექტების განყოფილება აცხადებს განმეორებით კონკურსს არქიტექტურული დიზაინის პროექტის - (საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შემოსასვლელი სიმბოლური ნაგებობის) მოსამზადებლად.

კონკურსის ძირითადი მიზანი:

• მუნიციპალიტეტის ცნობადობის ამაღლებისა და ტურიზმის განვითარების მიზნით, არქიტექტურული და დიზაინის პროექტის (კონსტრუქციის სრული მაკეტი ილუსტრირებული ნახაზი 3D რენდერებითა და ტექნიკური ნახაზებით) მომზადება.

ნაგებობის ადგილმდებარეობა:

• სოფელი ხაშმის მიმდებარე ტერიტორია;

• ლოკაციის კოორდინატები :

მარცხენა: X 515956.5563; Y4619678.4793

მარჯვენა: X 515967.1579; Y 4619664.461;

შუალედური მანძილი 17.61 მ

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ფიზიკურ და იურიდიულ პირ(ებ)ს 18 წლიდან ზევით.

სავალდებულო მოთხოვნები:

კონკურსში მონაწილე პირმა/ორგანიზაციამ ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ელექტრონული სახით:

• კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირის/ორგანიზაციის რეკვიზიტები (პირადი მონაცემები, მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები);

• ინფორმაცია ბოლო ანალოგიური სამუშაოების ამსახველი ფოტო-მასალით;

• პროექტში ჩართული პირების/თანამშრომლების სია და მათი კვალიფიკაციის ამსახველი ინფორმაცია.

• გამარჯვებული აპლიკანტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისგან მიიღებს 5000 (ხუთიათას ლარს);

საკონკურსო განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება ელექტრონული სახით, კერძოდ, https://wetransfer.com/ - ის გამოყენებით შემდეგ მისამართზე:

• tourism.sagarejo@gmail.com

ნამუშევრები მიიღება 2022 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.

• საკონტაქტო პირი - ქეთევან გრატიაშვილი მობ: 551 700 227

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისია დაუკავშირდება შერჩეულ აპლიკანტებს.

გისურვებთ წარმატებას!

 

შენიშვნა: მიმდინარე წლის 3 აგვისტოს საკონკურსო კომისის სხდომაზე, კომისიის წევრების უმრავლესობამ წარმოდგენილი ნამუშევრების სიმცირიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიიჩნია ამ ეტაპისათვის გამარჯვებულის გამოვლენა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაგრძელდეს კონკურსი განახლებული ვადებით, რათა კიდევ უფრო მეტმა აპლიკანტმა შეძლოს მონაწილეობის მიღება და მრავალფეროვანი ნამუშევრების წარმოდგენა. თუმცა, 5 ივლისის ჩათვლით მიღებული ნამუშევრები კვლავ დარჩება ახალ საკონკურსო ნამუშევრებთან ერთად. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილება განახლებული ვადებითა და იგივე პირობებით გამოაცხადებს კონკურსს მიმდინარე წლის  15 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით.

 


გააზიარე